weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

„არა ჰესებს“, „ნუ მომკლავ“ – საპროტესტო წარწერები ბიულეტენებზე პანკისში

13:58 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

„არა ჰესებს“, „ნუ მომკლავ“ – საარჩევნო ბიულეტენებზე ამ წარწერების დატოვებით აპროტესტებს პანკისში არჩევნებზე მისული მოქალაქეების ნაწილი ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოუძიებლობას.

პანკისის სათემო რადიოს მიერ მოპოვებული და სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ბიულეტენებზე არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული.

ხმების დათვლის დროს, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და ნამდვილ ხმებში არ ჩაითვლება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კახეთის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის განმარტებით, მხოლოდ საპროტესტო წარწერა, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კანდიდატის რიგითი ნომერი შემოხაზულია, ბიულეტენის გაბათილებას და შესაბამისად, ამომრჩევლის ხმის დაკარგვას არ გამოიწვევს.

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება, რომელშიც პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. პანკისის ხეობის სოფლებში ხუთი საარჩევნო უბანია გახსნილი და სულ 4 685 ამომრჩეველია რეგისტრირებული. სოფელ დუისის №5 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 1031 ამომრჩეველი, №26 საარჩევნო უბანზე - 1189. სოფელ ჯოყოლოს №23 საარჩევნო უბანზე 1295 ამომრჩეველია, ხალაწნის №8 საარჩევნო უბანზე - 403, ხოლო ომალოს №24 საარჩევნო უბანზე - 767.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]